ყიზილაჯლოში დედამ შვილი დაჭრა

ავტორი:ჯეიხუნ ნარხალოვი

2019 წლის 12 იანვარს მარნეულის სოფელ ყიზილაჯილოში დედამ შვილი დაჭრა.

დაახლოებით 33 წლის ქალს დედამ ჭრილობები ყელისა და გულმკერდის არეში მიაყენა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მას გადაუდებელი ოპოერაცია მარნეულის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის განმარტებით, პაციენტს ყელისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით სამი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

რა გახდა დედა-შვილს შორის დაპირისპირების ზუსტი მიზეზი, ცნობილი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგოს სხვა მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა და იმ მამაკაცმა ნაირა ალაჰვერდიევის ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთა, რამაც ეს ფაქტი გამოიწვია.

„შვილის საქციელი დედას არ მოსწონდა და ყოველთვის აფრთხილებდა, როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინა და ასე დასაჯეს. ის გოგო სოფელში კარგი რეპუტაციით არ არის ცნობილი. ამბობენ, სხვა ვიღაცასთან ჰქონდა ურთიერთობა. ქმარიც ჰყავს ამ გოგოს, დედამისი ცდილობდა, რომ ოჯახი არ დაენგრია და მოუწოდებდა გონს მოსულიყო,“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარი ფაქტის შემდეგ დედის მხირდან დაჭრილი ნაირა ალაჰვერდიევის შესახებ მისი მეზობლები საუბრობენ, რომ ნაირა ალაჰვაერდივა საავადმყოფოდან გაიწერა და დღეს უკვე დედის სახლშია. დაკავებული არც დედაა. 

„ის გოგო თავის სახლშია. უკვე დიდი ხანია გაეწერა საავდმყოფოდან. დედამისი სასამართლომ გირაოთი გაანთავისუფლა, როგორც გავიგე,  მას რაღაც მკურნალობა სჭირდება და დედამისი, ანუ ვინც ეჭვიმტანილია, სახლში მკურნალობს, მაგიტომ გამოუშვეს. ამბობენ, გოგო არ ჩივისო, არც არავისთან გამოდის კონტაქტზე. გოგოს მეუღლეც შეურიგდა და ამბობს, ეგ ჩემი ცოლია და სხვისი აზრები არ მაინტერესებსო, მაგრამ გოგოს მამამთილი სასტიკ უარზეა და რძალს სახლში არ იღებს.“- ჰყვება ერთერთი მეზობელი.

ნაირა ალაჰვერდიევა არსად მუშაობდა, ის დიაახლისია.

მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრო საქმეს ოჯახური ძალადობის მუხლით იძიებდა. დანაშაულში ბრალდებული ქალი სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს, თუმცა შემდგომში სასამართლომ იმსჯელა და, ყიზილაჯილოს მაცხოვრებლების თქმით, გირაოთ გაანთავისუფლა. პროცესი გრძელდება. ეჭვმტანილ დედას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოგვყევით

სხვა ისტორიები