სიახლეები

პროექტის ვებ-პორტალის პრეზენტაცია პროექტის ვებ-პორტალის პრეზენტაცია

„ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც  ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, 9 მარტს, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა პროექტის ვებ-პორტალის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას გაუძღვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თინა ცომაია, პროექტის კოორდინატორი. სტუმრებს სიტყვით მიმართეს GIPA-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანმა ნინო ივანიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.

პროექტის გუნდის წევრებმა სტუმრებს  ვებ-პორტალ www.femicide.ge-ს ძირითადი სტრუქტურა და თანამედროვე ვიზუალიზაციის მეთოდების საშუალებით შექმნილი მონაცემთა ბაზის გამოყენების საფუძვლები გააცნეს.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა ნატო გაგნიძემ პორტალის სამართლებრივი ბაზის შესახებ ისაუბრა.

GIPA-ს ჟურნალისტიკის სტუდენტებმა მათ მიერ შექმნილი მულტიმედია და ტრანსმედია პროექტები წარადგინეს.

პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი მწერალ ლაშა ბუღაძის გამოსვლას დაეთმო, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის თემა ლიტერატურულ ჭრილში განიხილა.

საღამოს ესწრებოდნენ როგორც ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, ისე პოლიტიკური და აკადემიური წრის წარმომადგენლები, აგრეთვე, აღნიშნული თემით დაინტერესებული სხვა მოქალაქეები.

ღონისძიების შემდეგ გაიმართა ფურშეტი.

სამართლებრივი ჩარჩო

კონსულტაციისთვის
დაგვიკავშირდით

ძალადობის სტატისტიკა

ძალადობის სტატისტიკა