ფემიციდი

შვილი დედას კლავს

ავტორი: ანი კასარელი 

84 წლის დედა 52 წლის შვილმა 21 იანვარს, თბილისის უბნის, ქვემო ფონიჭალის, სადგურის ქუჩა ნომერ 37 ა-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლა.

სახლი, სადაც მკვლელობა მოხდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მოკლულ ნადეჟდა სისაურს სახეზე ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ ნაჯახით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გამოჭრილი ყელი. მისი შვილი, ამჟამად დაკავებული ზაურ სისაური ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან თავად დარეკა საპატრულო პოლიციაში შემდეგი ფრაზით : „მიშველეთ, მე დედაჩემი მოვკალი“.

როგორც სადგურის ქუჩაზე მცხოვრები მეზობლები აცხადებენ, როდესაც საპატრულო პოლიცია და სასწრაფო მოვიდა მოკლული ქალის ცხედარი თეთრ ზეწარში იყო გახვეული. ზაურ სისაური პოლიციას არ შეწინააღმდეგებია. ის ბინაშივე დააკავეს.

მეზობლების თქმით, დედა-შვილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. ბინის კედლები ფაქტობრივად ჩამონგრევის პირას იყო. ზაურ და ნადეჟდა სისაურებს კამათი და უთანხმოება საკმაოდ ხშირად მოსდიოდათ. ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შვილი კი უმეტეს წილად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, ზაურ სისაური აფხაზეთის ომის მონაწილე იყო 1992-1993 წლებში. ომში ის მძიმედ დაჭრეს.

„ის ომში ურთულეს მდგომარეობაში იყო, ამიტომ თითქმის ყოველთვის ნასვამია. მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის“, ამბობს მეზობელი გურამ გორგოძე.

მეზობლების თქმით, მოკლული ნადეჟდა სისაური გაურკვეველი რელიგიური სექტის წევრი იყო.

„ზოგი ამბობს რომ მას სული ეშმაკისთვის ჰქონდა მიყიდული. ის ცხოველის ქონს ხარშავდა და ძალიან ხშირად მთელს კორპუსში საშინელ სუნს აყენებდა. შვილი მის ამ საქმიანობას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ“, ამბობს მეზობელი ნანა ფარცვანია.

ნადეჟდა სისაური

„ზაური ლოთი იყო, მაგრამ ეს იმ ქალის ბრალია, ასე მგონია. კუდიანი იყო და შვილი ამას ვერ უძლებდა. მაგრამ ზაური ყოველთვის ამბობდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მას დედამისი ძალიან უყვარდა. ის ყოველთვის იღიმოდა და ძალიან სალმიანი ბიჭიც იყო“, ამბობს ქვემო ფონიწალაში მცხოვრები ლია კორძაძე.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შსს-ს მთავარი საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს ცნობით, გამოძიების განმავლობაში მისი კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რომლის მე-3 ქვემუხლის მიხედვით. განსაკუთრებულად მძიმე გარემოებებზე დაყრდნობით, განზრახ მკვლელობა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს შვილისგან დედის მკვლელობის ფაქტი არ ფიქსირდება, მაგრამ 2013 წელს ასეთი ორი შემთხვევა იყო. მათ შორის ერთ-ერთი მკვლელობისას შვილის ქმედებას ორივე მშობელი ემსხვერპლა. 2014 წელს კი ასეთი სამი მკვლელობა მოხდა, სამივე შემთხვევაში დედა ვაჟიშვილმა მოკლა.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუას ფიქრობს, რომ საქართველოში გახშირებული ფემიციდის გამომწევი მრავალი მიზეზთაგან ეკონომიკურ პრობლემას გამოყოფს. ოჯახების ფინანსური მხარე მოუწესრიგებელია და უმუშევრობა ერთ-ერთ მწვავე პრობლემად ისახება.

მისი თქმით„ძალადობის შემცველი ქმედებებმა, რომელსაც უფროსები ახორციელებენ, შეიძლება გავლენა მოახდინონ მოზარდებისა და ბავშვების ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე.

ნარკოლოგ მარინა მურდალაშვილის თქმით, საქართველოში ალკოჰოლიზმის მოხმარებასათან მიმართებით სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. მაგრამ როგორც ის აღნიშნავს, დღესდღეობით ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებულება ბევრად გახშირებულია 20-22 ახალგაზრდებში.

არაგადამდებ დაავადებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოს მოსახლეობის 78.5 % მოიხმარდა ალკოჰოლს, მათგან 90.3 % - მამაკაცი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2014 წლის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ალკოჰოლიზმის მაღალი მაჩვენებლის მქონე 200 ქვეყნიდან საქართველო 67-ე ადგილს იკავებს. ანგარიშში გამოქვეყნებული სტატისტიკაზე დაყრდნობით, საშუალო ქართველი წელიწადში 7.7 ლიტრ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარს.