ტეგები - ელიზა გელაშვილი

ელიზა გელაშვილის მკვლელობა წნორში

ელიზა გელაშვილი

სიღნაღში, 2016 წლის 4 მაისს, უცნობმა მამაკაცმა 58 წლის ელიზა გელაშვილი გააუპატიურა და მოკლა.

გელაშვილი წნორში, სიღნაღის რეგიონალურ ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობდა ბუღალტრად.

სამსახურიდან 14:00 საათზე გამოვიდა და გაჩერებაზე შეჩერდა, რათა სიღნაღში დაბრუნებულიყო, სადაც ცხოვრობდა.

ამ დროს მანქანამ ჩამოიარა, სადაც ორი მამაკაცი იჯდა. გელაშვილს სახლამდე მიყვანა შესთავაზეს.

ამის შემდეგ ქალი გაუჩინარდა და იგი აღარავის უნახავს.